პროექტის სათაური: „მოლი“
პროექტის აქტუალობა:
ტრანსფერი სწავლებისა და აზროვნების ფუნდამენტური უნარია. ის თან ახლავს ცოდნის შეძენას, სტრატეგიების გააზრებასა და განწყობათა გამოხატვას – ყველაფერს, რასაც შევისწავლით ერთი კონტექსტისთვის, ხოლო გამოყენება შესაძლოა განსხვავებულ ვითარებაში დაგვჭირდეს.ტრანსფერის უნარი რომ არა, კაცობრიობა ვერ მოახერხებდა წინსვლას, საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას, რადგან მას ყოველგვარ ვითარებაში ახალი ცოდნის მიღება დასჭირდებოდა. კვლევები მოწმობს, რომ ტრანსფერის უნარი არ არის თანდაყოლილი და არც თავისთავად ვითარდება. ამდენად, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს ამ უნარის შეძენაში, რათა შეძლონ სკოლაში მიღებული ცოდნის გამოყენება როგორც გაკვეთილებზე, ასევე ყოფა-ცხოვრებაშიც.
წლების მანძილზე დაკვირვებებმა დამანახა,
რომ მოსწავლეებს უჭირთ ცოდნის ტრანსფერი-
ფაქტობრივი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება. კერძოდ: უჭირთ ქიმიის ძირითადი
ფორმულებიდან დამხმარე ფორმულების გამოყვანა და აღნიშნული ფორმულების გამოყენებით როგორც მარტივი, ასევე რთული
ქიმიური ამოცანების ამოხსნა. ქიმიური რეაქციის
რაოდენობრივი დახასიათება და მონაცემების საფუძველზე რეაქციის ტოლობების
შედგენა.
ამ პრობლემების გადასაჭრელად მათ შევთავაზე
პროექტი სახელწოდებით „მოლი“.
პროექტის მიზანი:
1. მოსწავლემ ადეკვატურად დააკავშიროს ერთმანეთთან ნივთიერების
რაოდენობა, მოლური მასა, მოლური მოცულობა და ავოგადროს რიცხვი.
2. მოსწავლემ
შეძლოს ძირითადი და დამხმარე ქიმიური ფორმულების გამოყენება ქიმიური ამოცანების ამოხსნისას.
3.მოსწავლე შეძლოს ცდის ჩატარება და მონაცემების საფუძველზე
რეაქციის ტოლობის შედგენა;
4. მოსწავლემ
დაახასიათოს ქიმიური რეაქცია რაოდენობრივად.
საგანი: ქიმია
პროექტის შემსრულებლები: IX კლასის
მოსწავლეები.
პროექტის ხანგრძლივობა: 2 კვირა
(4 საგაკვეთილო საათი)
აქტივობები: მინი–ლექცია (ერთი საგაკვეთილო საათი), ექსპერიმენტი
(1 საგაკვეთილო საათი), ანალიზი, სინთეზი, დასკვნა (1 საგაკვეთილო საათი), პრეზენტაცია
(1 საგაკვეთილო საათი) .
პროექტისთვის საჭირო ძირითადი
რესურსი: მაგნიუმი, შპატელი, სასწორი-საწონებით, ასანთი, ფაიფურის
ჯამი.
პროექტის სრული აღწერა:
მინი-ლექციაზე მოსწავლეებს ვაჩვენე, სლაიდ-შოუ-
გაანგარიშებითი ამოცანების ამოხსნის მეთოდიკა ქიმიაში, რომელშიც მოკლედ არის
აღწერილი ის პროცედურები, რაზეც მათ
ყურადღება უნდა გაამახვილონ ქიმიური ამოცანების ამოხსნისას. ვისაუბრე მოცემული პროექტის განხორციელების შესახებ.
მოსწავლეებმა პროექტი უნდა
გაყონ ორ ნაწილად: თეორიული და
ექსპერიმენტალური.
გაიმართა
მცირე დისკუსია, რომლის შედეგადაც მოსწავლეებმა გადაწყვიტეს ემუშავათ პროექტზე წყვილებში.
შეიქმნა სამი წყვილი.
თეორიულ ნაწილში მოსწავლეები (სურვილისამებრ) ზოგადად ისაუბრებენ შემდეგ თემებზე: მოლი-
ნივთიერების რაოდენობა; კავშირზე ნივთიერების რაოდენობასა და
მოლურ მასას შორის; კავშირზე ნივთიერების რაოდენობასა და
მოლურ მოცულობას შორის; კავშირზე ნივთიერების რაოდენობასა და
ავოგადროს რიცხვს შორის.
ექსპერიმენტულ ნაწილში მოსწავლეები მოგვითხრობენ ჩატარებული ექსპერიმენტის
საფუძველზე განხორციელებული გამოთვლების შესახებ.
აწონიან მაგნიუმს
და ჩაინიშნავენ წონას (აღნიშნავენ
m),
აღებულ
მაგნიუმს დაწვავენ ჟანგბადის არეში.
ჩატარებული ცდის საფუძველზე
შეადგენენ ქიმიური რეაქციის ტოლობას,
გამოთვლიან: მიღებული
მაგნიუმის ოქსიდის მასას, რაოდენობას, ავოგადროს კანონის გამოყენებით დაადგენენ რეაქციაში
შესული ჟანგბადის მოცულობას, დახარჯულ ჟანგბადში მოლეკულების რაოდენობას.
მოსწავლეებმა გააკეთეს
მოკლე ჩანაწერები და შეადგინეს პროექტის სამუშაო გეგმა.
იქვე, მოსწავლეების უშუალო მონაწილეობით, პროექტის შეფასებისთვის
შევადგინეთ პროექტის პრეზენტაციის შეფასების
რუბრიკა. დავადგინეთ პროექტის განხილვის სავარაუდო
თარიღი.
ერთობლივი გადაწყვეტილებით შევთანხმდით, რომ პროექტის შუალედური მონიტორინგის
მიზნით, შევიკრიბოთ მესამე საგაკვეთილო საათზე.
გადაწყვიტეს პროექტი დაასრულონ ოთხ საგაკვეთილო საათში.
პროექტის მონიტორინგი: პროექტის შუალედური მონიტორინგის მიზნით, შევიკრიბეთ
მესამე საგაკვეთილო საათზე, სადაც მოსწავლეები საფუძვლიანად გაეცნენ ერთმანეთის ნამუშევრებს,
მისცენ ერთმანეთს რჩევები. ასევე კიდევ ერთხელ გადავხედეთ პროექტის შეფასების რუბრიკას.
დავადგინეთ პროექტის განხილვის საბოლოო თარიღი.
მოსწაავლეებმა გადაწყვიტეს პროექტი წარმოედგინათ პოსტერის სახით. მოსწავლეებს გავაცანი
პროექტის გაფორმების გეგმა.
სამუშაო
ენა: ქართული
კავშირი საგნებთან. ეროვნულ სასწავლო გეგმასთან: ქიმია;
მათემატიკა, ეროვნული სასწავლო გეგმა
ქიმ. IX.9 მოსწავლეს შეუძლია აწარმოოს რაოდენობრივი გამოთვლები ქიმიური ამოცანის გადასაჭრელად.
·
ადეკვატურად იყენებს ნივთიერების რაოდენობის ერთეულს _ მოლს, მოლურ მასას რეაქციების რაოდენობრივი დახასიათებისათვის და აწარმოებს შესაბამის გამოთვლებს;
·
იყენებს შესაბამის ტერმინოლოგიას, SI სისტემის ერთეულებს ქიმიური მოვლენების აღწერისას;
·
იყენებს
ავოგადროს კანონს და გამოთვლის რეაქციაში მონაწილე გაზის მოლურ მოცულობას.
მოსალოდნელი შედეგები:
v მოკლევადიანი:
1. მოსწავლე შეძლებს ნივთიერების
რაოდენობის, მასის, გაანგარიშებას მოცემული მონაცემების საფუძველზე;
2. ავოგადროს კანონის გამოყენებით აირის მოცულობის
გაანგარიშებას;
3. ჩატარებული ცდის საფუძველზე ქიმიური რეაქციის
ტოლობების შედგენას.
v გრძელვადიანი:
1. მოსწავლე შეძლებს როგორც მარტივი,
ასევე რთული ქიმიური ამოცანების ამოხსნას შესწავლილი ქიმიური ფორმულების
გამოყენებით;
2. შეძლებს ქიმიური რეაქციების რაოდენობრივ
დახასიათებას და ჩატარებული ცდის საფუძველზე ქიმიური რეაქციის ტოლობების შედგენას.
v შედეგის
მდგრადობა: ქიმიის
გაკვეთილებზე გავზარდო ამოცანებზე მუშაობის წილი და გამოვიყენო საყოფაცხოვრებო
თემატიკაზე შედგენილი მრავალფეროვანი ამოცანები.
პროექტის
ფასილიტატორი: ნანა ლომაძე
ფასილიტატორის ელ.ფოსტა: nana.lomadze2010@gmail.com
Comments
Post a Comment