Posts

Showing posts from 2019
Image
პროექტის სათაური:    „მოლი“ პროექტის აქტუალობა:    ტრანსფერი სწავლებისა და აზროვნების ფუნდამენტური უნარია . ის თან ახლავს ცოდნის შეძენას , სტრატეგიების გააზრებასა და განწყობათა გამოხატვას – ყველაფერს , რასაც შევისწავლით ერთი კონტექსტისთვის , ხოლო გამოყენება შესაძლოა განსხვავებულ ვითარებაში დაგვჭირდეს . ტრანსფერის უნარი რომ არა , კაცობრიობა ვერ მოახერხებდა წინსვლას , საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესებას , რადგან მას ყოველგვარ ვითარებაში ახალი ცოდნის მიღება დასჭირდებოდა .  კვლევები მოწმობს , რომ ტრანსფერის უნარი არ არის თანდაყოლილი და არც თავისთავად ვითარდება . ამდენად , ჩვენ უნდა დავეხმაროთ მოსწავლეებს ამ უნარის შეძენაში , რათა შეძლონ სკოლაში მიღებული ცოდნის გამოყენება როგორც გაკვეთილებზე, ასევე ყოფა-ცხოვრებაშიც.   წლების მანძილზე დაკვირვებებმა დამანახა, რომ   მოსწავლეებს უჭირთ ცოდნის ტრანსფერი- ფაქტობრივი ცოდნის პრაქტიკულად გამოყენება. კერძოდ: უჭირთ ქიმიის ძირითადი ფორმულებიდან დამხმარე ფორმულების გამოყვანა და აღნიშნული